ღარიბაშვილი – საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში.

ამის შესახებ პრემიერი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამასთან, როგორც ღარიბაშვილი წერს, საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას.

„საქართველო მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას ქაბულში. ჩვენ ვუსამძიმრებთ ავღანელ და ამერიკელ ხალხს, ასევე დაღუპულთა ოჯახებს. საქართველო გააგრძელებს ავღანეთიდან ჰუმანიტარული ევაკუაციის მხარდაჭერას“, – წერს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას, პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დანიშვნის სასარგებლოდ შედგა
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზა დასრულდა