ღარიბაშვილი – სამწუხაროდ, ბევრი კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან, იმედს გამოვთქვამ, ევროპის შესაბამისი სამსახურები შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში და სხვაგან, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ალბათ ევროპის შესაბამისი სამსახურები შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ ადეიშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროა, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი კეზერაშვილი, რომელიც მხილებული არის ძალიან დიდი, საუკუნის ძარცვის სქემაში, არ არის არათუ დაკავებული, არამედ ისიც თავისუფლად გადაადგილდება მთელ ევროპაში. ეს ხომ არანორმალურია. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ალბათ ევროპის შესაბამისი სამსახურები შესაბამის დროს გააკეთებენ რეაგირებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი – ეს ჩემთვის ფინალურია, კანონით მონიჭებული მანდატის მიხედვით, ჩემი ბოლო არჩევნებია
შემდეგი სტატიაანტისახელმწიფოებრივი ქმედებების უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი დანაყოფებით