ღარიბაშვილი – სახელმწიფო ვალის ეფექტიანი მართვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა

დღეს განვიხილავთ მთავრობის განკარგულების პროექტს „საქართველოს ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების შესახებ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვალის ეფექტიანი მართვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2011 წელს საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს 10-წლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადაა 2021 წლის აპრილი. მთავრობის მეთაურის განმარტებით, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის საჭიროა, მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით.

„სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის, საჭიროა, მოხდეს ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით და ჩვენ სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ. შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს უკვე მიცემული აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი