ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს?

ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს, ერთი მინდა, ვუთხრა ყველას, პატიმარი სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ციხეებში რამდენიმე ათასი პატიმარი ზის და მზრუნველობა მათაც სჭირდებათ.
„პატიმარი სააკაშვილი არაფრით არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა დანარჩენ პატიმრებს. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი მომავლის წინაშე, როგორიც არის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ათასობით ადამიანის განადგურება. სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იჯდება ციხეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყების სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით და ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას