ღარიბაშვილი სააკაშვილზე – ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მმართველს დაემართოს, ეს არის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა და ოკუპაციის დაკანონება

ამ 25, თუ 27%-დან, რომელიც მათ აქვთ მყარად, რეალურად მათი ამომრჩეველი, მიშისტი, სექტის წევრი, თუ ასე შეიძლება ითქვას, არის მაქსიმუმ 7-10%, დანარჩენი არის უბრალოდ განაწყენებული, გაღიზიანებული ადამიანი, პროტესტული ამომრჩეველი, რომელიც უბრალოდ რაღაცას ითხოვს და თავად არ იცის რას ითხოვს, უბრალოდ არ მოსწონს ხელისუფლება და აპროტესტებს მუდმივად რაღაცას და ვიღაცას, მმართველს, ან მმართველ პარტიას აპროტესტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მმართველს დაემართოს, ეს არის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა და ოკუპაციის დაკანონება.

„მე ასე ვხსნი, იმიტომ, რომ მართლა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ასეთ მანიაკს დღეს ჯერ კიდევ ხმას აძლევდეს ვინმე. ადამიანი, რომელმაც საკუთარი უგუნურებით თავიდან ვერ აიცილა პროვოკაცია, მიწები ჩააბარა. ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება მმართველს დაემართოს, ეს არის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა და ოკუპაციის დაკანონება. მან ჩააბარა, არა მხოლოდ მანამდე მოხაზული ოკუპირებული ტერიტორიები, სეპარატისტული რეგიონები და ჩვენი ძირძველი ტერიტორიები, არამედ კოდორი, კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი ახალი სოფელი, ათასობით ადამიანი აქცია დევნილობაში. ამის შემდეგ კაცი გამოვიდა, ეს მასხარა ადამიანი და თქვა, რომ ეს არის ქვების გროვა.
ამას გარდა, მე შეგახსენებთ, მაგალითად რომ ვთქვათ, როგორ ექცეოდა ბიზნესმენებს. ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ყველაფერი ვიცით, ეს ხომ ახალი არ არის, ღამის 2-3 საათზე მიჰყავდათ ნებისმიერი ბიზნესმენი ნოტარიუსის ოთახში და ხდებოდა მათი ბიზნესის გადაფორმება, ჩუქება. თუ ამ ბიზნესმენს ფული არ ჰქონდა, მიჰყავდათ ხაზარაძის ბანკში, იქვე, იმავე წუთას უფორმებდნენ სესხს და ამ სესხით ხდებოდა გადახდა მილიონების. ამას გარდა, აღარ ჩამოვთვლი და აღარ დავსტრესავ საზოგადოებას, რაც ხდებოდა ციხეებში და ზოგადად, საზოგადოებაში. ხოცავდნენ პირდაპირ ახალგაზრდებს, ასობით და ათასობით ადამიანი ჰყავთ განადგურებული და ციხეებში რაც ხდებოდა და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში. მე ვიმყოფები ტელევიზიაში, რომელიც დარბეული არის, თქვენ დაგარბიეს, ყველა. თუ ამ 27%-დან, ადამიანებს შევახსენებ, თუ ისევ უნდათ ვიღაცას, სააკაშვილების, ახალაიების, კოდუების, მერაბიშვილების, კეზერაშვილების, უგულავას, ბოკერიების და ამ მართლაც კრიმინალი ადამიანების მმართველობა, მაშინ კი ბატონო, დაუჭირონ მხარი და ტერიტორიების დაკანონება, ოკუპაციის დაკანონება თუ მათ სურთ, კი ბატონო, მათი არჩევანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სააკაშვილმა ფული არ მისცა თავის გუნდს და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, სწორედ ამ მიზნით თქვა, რომ ჩამოვა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ყველა ეს დესტრუქციული ძალა რა წამს გავა პარლამენტიდან, პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დაწყნარდება და გარწმუნებთ, არავითარი რყევა არ მოხდება