ღარიბაშვილი – სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? რომელიც გამათხოვრებული დადის ქვეყანაში, ხიდან ხეზე

ამაზე მეტად პრორუსული განცხადება არ მომისმენია ამ დარბაზში, რომ ქვეყანა არ არის მზად ნატო-ს წევრობისთვის. ამას ამბობს რუსეთი. ასეა, მოუსმინეთ ჩვენს პარტნიორებს. სკეპტიკოსი ქვეყნები, რომლებიც აპელირებენ, რომ საქართველო არ არის მზად, სწორედ რუსეთის განცხადებებზე დაყრდნობით აკეთებენ ისინი ამ დასკვნებს. რუსეთი ამბობს, რომ იქ რაღაც პრობლემაა, რაღაც დარღვევაა, იმავე ნარატივს იმეორებთ, ეს არის რუსული ნარატივი, ქალბატონო ეკა და გრცხვენოდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას დეპუტატ ეკა ხერხეულიძის კითხვის პასუხად განაცხადა.

„რუსული პოლიტიკა განახორციელეთ თქვენ, რუსული ჯარი 2007 წელს გავიდა ბოლოს ქვეყნიდან. კითხვა მაქვს, რატომ დააბრუნეთ რუსული ჯარი 2008 წლის აგვისტოში? თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერთ, რომ ომი დაიწყო ქვეყანამ – საქართველომ. სააკაშვილმა დააბრუნა, იმდროინდელმა ხელისუფლებამ დააბრუნა რუსული ჯარი. აბა, სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? რომელიც გამათხოვრებული დადის ქვეყანაში?! ხიდან ხეზე?! კაცი, რომელიც იყო ცხრა წელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რაზე მელაპარაკებით საერთოდ თქვენ? პროტესტი არ გაგაჩნიათ, არც გაგაჩნდათ და არც გექნებათ, რადგან არ ხართ თავისუფალი ადამიანი“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა
შემდეგი სტატიაქარსელაძე – რიკოთის უღელტეხილზე პირველი ორზოლიანი მონაკვეთი სექტემბერში გაიხსნება