ღარიბაშვილი – სააკაშვილი უკრაინაში გაგდების პირასაა

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების ინიციატივას, მოლაპარაკებებში მიხეილ სააკაშვილი ჩართვის შესახებ, შეურაცხმყოფელი უწოდა. ხოლო ივანიშვილზე თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა:

„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან პოლიტიკური თანამდებობა დატოვა და პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს პოლიტიკაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.

რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში” ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან “გაგდების პირასაა”.

მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს” ამბობს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა
შემდეგი სტატიავანში, ავტომობილი ხრამში გადავარდა