ღარიბაშვილი: რურუა განსტერი,უგულოვა კლასიკური ქურდის ეტალონი, ოქრუაშვილი “გრუ”

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას პოიტპატიმრებტან დაკავშირებით “ღამის კურიერის” ეთერში უსაფუძვლო უწოდა.

“რა თქმა უნდა, სასურველი და სასიამოვნო არ არის, როდესაც მსგავსი უსაფუძვლო კრიტიკაც ისმის ჩვენი მეგობრების მხრიდან. ჩვენს სახელმწიფოს აქვს უმაღლესი დონის ურთიერთობა აშშ-სთან. ის, რომ რამდენიმე კონგრესმენსა თუ სენატორს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე კითხვა, ეს არის სრულიად ნორმალური. ეს დემოკრატიის მაჩვენებელია და ნორმალური პროცესია. ვფიქრობ, ეს საჭიროებს მეტ კომუნიკაციას ჩვენი მხრიდან, გადახედვას საჭიროებს ის კომუნიკაციის ხარისხი, რაც ჩვენ გუნდს აქვს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომელია პოლიტპატიმარი, რომელიც თქვენ ახსენეთ. განვიხილოთ. ბატონი ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, რუსეთში “გრუს” ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში.

რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის. რა, პოლიციამ ტყუილად დააკავა რურუა? ეჭვებს სჭირდება დასაბუთება.

უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი, კლასიკური ქურდის ეტალონი. არ მინდა ვიხმარო ეს ეპითეტი, მაგრამ თავად არ იშურებენ შეურაცხყოფას – ყველაზე ნამდვილად გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში. ყველაზე კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის მომპარველი რატომ არის პოლიტპატიმარი, საზოგადოებას ვეკითხები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ძვირფას საათებზე
შემდეგი სტატიაფოთის ცენტრალურ კულტურისა და დასვენების პარკში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს