ღარიბაშვილი – რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს; მას შემდეგ, ე.წ. 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების

რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს. მას შემდეგ, ე.წ. 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლოს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.

„ჩვენ ჩვენი რეკომენდაციები, რაც მივიღეთ უცხოელი პარტნიორებისგან, არასამთავრობოებისგან, ჩვენი მეგობრებისგან, თითქმის ყველაფერი გავითვალისწინეთ პირველივე წლებში. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეებისთვის უზრუნველგვეყო გრძელვადიანი სტაბილურობა და მათი რეალური დამოუკიდებლობა. მათი პირველი მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ დაგვენიშნა ისინი სამუდამოდ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, 3, 4 ტალღის რეფორმები ჩავატარეთ. სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.
ეს არის შეურაცხყოფა, თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. მურუსიძის სასამართლო – რას ნიშნავს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ისაუბრეთ ყველა ინსტიტუტზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი – არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში