ღარიბაშვილი – პავილიონისის განცხადებები არაფერს ნიშნავს ჩვენთვის, მიუღებელია

“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის შეფასება, რომ

“რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. და აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ტაში დაუკრეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში მოიხსნება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მოვუწოდებ პავილიონისსა და მის მეგობრებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ოკუპაციასთან დაკავშირებით მიუღებელი განცხადებები