ღარიბაშვილი – პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება

პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კომენტარი მთავრობის მეთაურმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გააკეთა, სადაც, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

„მე გითხარით, რომ პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში გააკეთებს ვრცელ განმარტებას
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „დიდგორი 2021“ ყველა უწყებაა ჩართული, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერი კრიზისის მართვასა და უწყებათაშორის კოორდინაციას