ღარიბაშვილი – ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა

საქართველოს პერემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

„ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
შემდეგი სტატიაგადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან უქმდება