ღარიბაშვილი – ოპოზიციის, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი

მანამ, ვიდრე კითხვებზე პასუხების გაცემას დავიწყებ, მინდა, კითხვა დავსვა იმ ოპოზიციას, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, მათმა ამ დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ, ოპოზიციის მხრიდან არავითარი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, გარდა უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა.

„ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ თქვენი ეს ქმედება, მეგობრებო, იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი და სხვა არაფერი. ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი ამ ადამიანების მიერ, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა. საბოლოო ჯამში, კარგია, რომ აქ სხედხართ, შემოხვედით პარლამენტში, მისასალმებელია, რომ შემოხვედით“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ვინ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის გამო საგარეო ვალის გაზრდაზე – წელსვე ჩვენ შევამცირებთ 60 %-იან მაჩვენებელს და ჩვენი ვარაუდით, ჩამოვალთ, დაახლოებით, 55%-ზე