ღარიბაშვილი ოპოზიციას:ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გაგრძელება და გატარება

თქვენ გამოხვედით ახლა და ამბობთ, რომ ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი. ამაზე მეტი პრორუსული განცხადება მითხარით, რომელია მაშინ. ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გაგრძელება და გატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ქვეყანა აქტიურად მუშაობდა ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, მაშინაც ოპონენტები აქტიურად ითხოვდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ უვიზო რეჟიმი.

„ნატო-ზე მოვისმინეთ ჩვენ ოპონენტების მხრიდან, თითქოს ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა. რამდენად გამაოგნებელი შეიძლება იყოს ეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, აღარ მაქვს საუბარი იმაზე, რომ არის პარლამენტის წევრი, არჩეული, გამოდის და საუბრობს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გახდეს ნატო-ს წევრი. რა მახსენდება იცით, მეგობრებო? როდესაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობდით, მაშინ ევროკავშირში დავდიოდით, გვიწევდა ხშირად მუშაობა და ვიზიტები, მაშინ ოპონენტები დადიოდნენ აქტიურად და ითხოვდნენ, რომ არ მიეცეს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი. ეს არის სიმართლე. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მავნებლობა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა და მით უმეტეს პარლამენტარმა, პოლიტიკოსმა. ძალიან სამწუხაროა. გვარები დამისახელეს, დავით ბაქრაძე, თქვენი გუნდის წევრი იყო, კანდელაკი იყო, თქვენ გამოხვედით ახლა და ამბობთ, რომ ქვეყანა არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი. ამაზე მეტი პრორუსული განცხადება მითხარით, რომელია მაშინ. ეს არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გაგრძელება და გატარება,“- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი გაიმართება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ინოვაციების, ციფრული ეკონომიკის და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით 21 მლნ ლარია ჩადებული წლევანდელ ბიუჯეტში