ღარიბაშვილი – ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა და გონიერება, გამოსულიყო იმ ჩიხიდან, რომელშიც ნებაყოფლობით შევიდა

პრემიერმინისტრის, ირალი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და ამას განსხვავებით “რადიკალური ოპოზიციისგან”, “მთელი ცივილიზებული სამყარო” აღიარებს. ამის შესახებ პრემიოერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიციას გამბედაობა არ ეყო, იმისთვის, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერა და გამოსულიყო იმ ჩიხიდან, რომელშიც ნებაყოფლობით შევიდა.

“რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც შეთანხმების მიუღწევლობის მიხუხედავად მაინც უნდა გამოვიტანოთ ამ პროცესიდან. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, ვინადიან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მთელი დასავლური საზოგადეობა, მთელი მსოფლიო აღირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგბს. შესაბამისად, ამ არჩევნების დეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, რომელშიც თავად ნებაყოფლობით შევიდა. დავრწმუნდით რომ მათ არ ეყოთ გამბედაობა და სამწუხაროდ, არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ადგილების განხილვაზე, და ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე. ჩვენ არ გვექნება დრო დასაკარგი ამ უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად”, – თქვა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – პოზნერის და მისი თანმხლები პირების მიერ რეგულაციების დარღვევა მიუღებელია
შემდეგი სტატიაწერეთელი – შეთანხმება არის აუცილებელი ამა თუ იმ ფორმით, იქნება ეს მედიატორის დახმარებით თუ პირდაპირი მოლაპარაკების გზით ოპოზიციასა და ხელისიფლება შორის