ღარიბაშვილი – ომში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გასწირეს; პოლიტიკოსები ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა

ომში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გასწირეს. პოლიტიკოსები, როგორც აღვნიშნე, ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგად გააზრება, იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს.

„საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ომში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გასწირეს. პოლიტიკოსები, როგორც აღვნიშნე, ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა, შემდეგ ჯარი, შემდეგ პატრიარქი რომ არ შესულიყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცების პატიოსანი ცხედრები ვერ გამოიტანეს მათ. ეს რეალობა იყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, თუ რაიმეს ვამატებ, გთხოვთ, მითხარით.

ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგად გააზრება, იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. ომის შემდეგ, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ კაპიტულანტურად მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ რეზოლუციას და ისევ ვის დააბრალეს, ვინ დაადანაშაულეს, ქართველი სამხედროები, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. წარმოუდგენელი ღალატი. კაცმა თავისი უგუნურებით, თავისი სისულელით, პირდაპირ უნდა ითქვას, თავიდან ვერ აარიდა ქვეყანას ეს უბედურება, ნგრევა და შემდეგ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერინა ხელი საკუთარ მთავრობას. ეს ხალხი იბრძვის დღესაც ამ უბედურების გამეორებისთვის, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ მკაფიოდ, მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სააკაშვილი, ომის შემდეგ, შესანიშნავად გრძნობდა თავს, მას არავითარი დისკომფორტი არ შექმნია; ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და დედამისის ქონება დღეის შეფასებით 120 მილიონს შეადგენს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ, ის მკაფიო პოზიციას იკავებს გაერო-ში, ევროპის საბჭოში, რაც ძალიან დასაფასებელია