ღარიბაშვილი: ნიკა გვარამია არის დამნაშავე

„ნიკა გვარამია არის დამნაშავე. ის იყო პროკურორის მოადგილე. მისი ერთ-ერთი „დამსახურებაა“ ის სისასტიკე და დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ის სააკაშვილის მჩაგვრელი, ანტიეროვნული, მოძალადე რეჟიმის განუყოფელი ნაწილი, გარყვნილების პროპაგანდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს მოვლენ.

„გვარამია ვერასდროს აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას ეკისრება, რადგან იგი იყო პროკურორის მოადგილე, დღეს არის თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი და „განათლების მინისტრი“. ამ კონტექსტში შევადარე ბატონ მიხეილ ჩხენკელს. ძალიან მარტივია – სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ეს კრიმინალი, რომელიც დღემდე ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ბოლოს ღარიბაშვილი და წულუკიანი დასცხებენ ერთმანეთს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ბევრი შვილი გავაჩინოთ, მაგრამ არ გადავიხადოთ ქორწილი