ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე – კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა

ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ – აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის პროექტზე საუბრისას და ამბობს, რომ “ენკასთან” გაფორმებული კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ადგილზე გამართული პროტესტის მიუხედავად, კომპანიას “ყველა პირობა შეუქმნეს” იმისთვის, რომ სამუშაოები გაეგრძელებინათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან საუბარი არ ჰქონია – პრეზიდენტ ერდოღანთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია და ეს არის წმინდად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა – ამბობს პრემიერი და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ყველა ინვესტორს უფრთხილდება

“ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით” – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი გახარიაზე – ვის უნდა უჩივლოს? მე უნდა მიჩივლოს? – ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი
შემდეგი სტატიაუგულავა – ვფიქრობ, ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენს წინ დიდი ლოდი დევს