ღარიბაშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

„გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია – შიმშილობის შეწყვეტას არც კი განვიხილავ, შიმშილობას ვაგრძელებ
შემდეგი სტატიაგუშინ ვიხილეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ველური, სასტიკი შურისძიების აქტი – ელენე ხოშტარია