ღარიბაშვილი – მთავრობის ვალი შემცირებულია, ორი წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით, რომელიც თითქმის 38%-ზეა ჩამოსული

მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა, შევახსენო ყველას, ორი წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-სთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი.

„ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის, რა თქმა უნდა, შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარლამენტში დებატები თუ იქნება, მასში მონაწილეობას მივიღებთ, როგორც ამბობენ, დებატებზე პრეზიდენტიც მოვა
შემდეგი სტატიავოლსკი – ოთარ ფარცხალაძეს თუ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს, კითხვები შესაბამისი სტრუქტურების მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ უნდა დაისვას