ღარიბაშვილი – მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ის ოდენობით მატება

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ის ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, 312 ლარი იქნება.

„მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების მინიმუმ 10%-იანი ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება.

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება;

ასევე, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარებაც, რომელმაც 100 ლარი შეადგინა თითოეულ ბავშვზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას