ღარიბაშვილი- მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღევანდელი

მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღევანდელი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დააფიქსირა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს თხოვნით მიმართა, რომ ყველანი მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი.

„მე რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს პირველ რიგში მშვიდობა სჭირდება, დამშვიდება, სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი მთავარი და საერთო ეროვნული იდეა და მიზანი. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. ეს არის ჩემი საერთო სურვილი და მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველანი, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი და მე მჯერა, რომ ამ არჩევნებით, ჩვენ რა თქმა უნდა, მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის. მინდა ყველას მოვუწოდო აქტიურობისკენ, ჩვენს ამომრჩევლებს, ყველას მინდა მივმართო თხოვნით, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის, შვილებისთვის, ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით