ღარიბაშვილი მელიას გათავისუფლებაზე: ამას მე არ ვწყვეტ, სასამართლოს გადასაწყვეტია

პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლოს გადასაწყვეტია, გაათავისუფლებს თუ პატიმრობაში დატოვებს პირს.

„რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება, როგორც თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას – პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ეს არის სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაუშვას საპატიმროდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: არ შეიძლება წაყრუება და ენისმოჩლექა, როცა საქმე შენი ქვეყნისთვის გრანდიოზულ და დამღუპველ შეცდომას ეხება.
შემდეგი სტატიასასამართლომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს სასჯელის სახით 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა