ღარიბაშვილი- მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელი გვარამიას შეტევას მეუფე შიოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ებრძვიან სახელმწიფოს და მთავარ ფუნდამენტს, ეკლესი

მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელი გვარამიას შეტევას მეუფე შიოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ებრძვიან სახელმწიფოს და მთავარ ფუნდამენტს, ეკლესიას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობა მარტივი არჩევანის წინაშე დგას, ერთის მხრივ არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს

“ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში ვხედავთ თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღვდელმთავრებზე-ეკლესიის წარმომადგენლებზე. მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას შეტევას მეუფე შიოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ მეუფე შიოს, მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას- მთავარ ფუნდამენტს. ჩვენი მოსახლეობის წინაშე დღეს ძალიან მარტივი არჩევანია. ერთის მხრივ არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელმაც უკვე სამჯერ მიიღო ხალხის მანდატი და მეორე მხარეს არის ეს ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები, კარგად ვიცით მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ, ჩვენი დაპირებები რეალისტურია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – როგორც საუბედუროდ, აზეიმეს აგვისტოს ომის შემდეგ, გამოიყვანეს რუსთაველზე და „მიშა, მიშა“ აძახებინეს მოსახლეობას, ასეთ პირობებში არიან ახლაც და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან რა ილუზიებში უწევთ ცხოვრება