ღარიბაშვილი – მახათას მთაზე ჩვენ გრანდიოზულ პროექტს ვახორციელებთ

მახათას მთაზე ჩვენ გრანდიოზულ პროექტს ვახორციელებთ, ეს არის ჯარის ქალაქი, რომელიც გათვლილია 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე სამხედროები ბინას შეღავათიან ფასში შეიძენენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პროექტი 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.

„იქ ჩვენი გმირი სამხედროები შეღავათიან პირობებში შეიძენენ ბინას. 1 კვ მეტრი ეღირება სულ რაღაც 100%, რაც ძალიან კარგი პირობაა შეთავაზებული სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული პროექტი დასრულდება 2022 წლის ზაფხულში და დაახლოებით 1050 სამხედრო ოჯახი დასახლდება ჯარის ქალაქში. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, სამხედროებზე ზრუნვას გავაგრძელებთ. ყველაფერი საუკეთესო ჯარს – ეს არის ჩვენი პირობა, ჩვენი პოლიტიკა, რომელსაც ერთგულად მივყვებით და მინისტრი ძალიან წარმატებულად აგრძელებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ!
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“