ღარიბაშვილი- მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის

მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ესტონელ კოლგასთან ინოვაციის, ციფრული ტექნოლოგიების, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სხვადასხვა განზომილება განიხილა.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კაია კალასთან. განვიხილეთ ინოვაციის, ციფრული ტექნოლოგიების, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სხვადასხვა განზომილება. მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ყველა პოლიტიკოსი მოლოდინშია, რომ შეიძლება დაგიჭირონ – კოორდინირებული ვიქნებით
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე: საქართველო ნატოს პრინციპების და ღირებულებების ერთგულია, მომავალი წლის სამიტი მადრიდში ნატოსთან ჩვენი მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედი იქნება