ღარიბაშვილი – ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, ქსავიე ბეტელთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან მადლიერება გამოხატა ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.

„გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით და მადლიერება გამოვხატე ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს. კოლეგას დავუდასტურე საერთო ინტერესების მქონე სფეროებში თანამშრომლობის დიდი სურვილი“, – აღნიშნავს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი გაერო-ს წესდებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს