ღარიბაშვილი – კონკურენციის სააგენტო მედიკამენტების ფასით დაინტერესებულია და ამ პროცესს კიდევ უფრო დავაჩქარებ

თქვენ ამბობთ, რომ საქსტატის მონაცემებით, წამლების ფასები 10%-ით არის გაზრდილი და წამლების პრობლემაა, მე სრულად ვიზიარებ და ეს საკითხი შესასწავლია, წინა გამოსვლის დროსაც აღვნიშნე, რომ ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ ლევან იოსელიანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ თემით უკვე დაინტერესებულია და პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

„ჩვენ გვქონდა საუბარი ამის თაობაზე. ვიცი, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით დაინტერესებულია და ამ პროცესს, გპირდებით, კიდევ უფრო დავაჩქარებ. მზად ვარ, პარლამენტარების ჩართულობაც უზრუნველვყოთ ამ პროცესში, იმისთვის, რომ ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტების ფასები“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“რიკოთის უღელტეხილის მაგისტრალური გზის მშენებლობა არის მასშტაბური, საუკუნის პროექტი, რომელიც ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დასრულდება”
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ და არ არსებობენ, თუმცა…