ღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა დეგრადირებულ ჯგუფად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუს ჟურნალისტ, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ფორმა ცივილიზებულ ნორმებს გასცდა.

„ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც „ნაციონალური მოძრაობის“ და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მითუმეტეს ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანო როგორც ტურისტული სექტორისთვის, ისე ზოგადად ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხისთვის. ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად ცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ისინი მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – შეთანხმება არის აუცილებელი ამა თუ იმ ფორმით, იქნება ეს მედიატორის დახმარებით თუ პირდაპირი მოლაპარაკების გზით ოპოზიციასა და ხელისიფლება შორის
შემდეგი სტატიაპრემიერი – ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი მეგობრების