ღარიბაშვილი – ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩემს განცხადებას

თუ ნებისმიერი მსჯავრდებული, პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი დამატებით ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ბუნებრივია, მას ახალი სასჯელი დაემატებოდა. ეს იყო თეორიული საუბარი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისი განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

„მე ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩემს განცხადებას და არასწორი ინტერპრეტაციები არ უნდ გააკეთონ. მე ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი, ეს ერთი, მეორე – ჟურნალისტი მეკითხებოდა, რომ სააკაშვილი კვლავაც მოუწოდებს, წავიკითხე დაუმორჩილებლობისა და გადატრიალების მსგავსი მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს და მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ბუნებრივია, ნახევრად ირონიულად ვუპასუხე. ეს ცხადია, ყველამ იცის, დამწყებმა იურისტმაც კი, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის, საპატიმროში, კანონი ითვალისწინებს ამას და მას ბუნებრივია, სხვა მუხლები და ხვა სასჯელი დაემატება. ე განმარტებისთვის. ამას მე არ ვწყვეტ, როგორც პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არ დააკავებდნენ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული. იგი იყო ბრალდებული და არის ბრალდებული სვა საქმეებზეც და მათ შორის მსჯავრდებული იყო ორ საქმეზე – გირგვლიანის საქმე და ახლა მიმდინარეობს იმედის საქმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო ჩვენს ქვეყანაში. ასევე ის ვალერი გელაშვილის საქმეზე არის გასამართლებული და მსჯავრდებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ვის რა მუხლი დაემატება. მე უბრალოდ, განმარტება გავაკეთე. თუ ნებისმიერი მსჯავრდებული, პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი თუ დამატებით ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ბუნებრივია, მას ახალი სასჯელი დაემატებოდა. ეს იყო თეორიული საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები; ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სომხეთში მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი