ღარიბაშვილი – „ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა

„ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა 19-ე ადგილზე დასახელდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში საქართველო „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.

„საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს.

ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „ხელისუფლების ეფექტურობით“ უსწრებს 12 სახელმწიფოს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი ვართ პირველ ადგილზე.

მე მინდა ასევე აღვნიშნო Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მეთოდოლოგიით გადამუშავდა. მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასდა ორი მიმართულებით – ეს არის პირველი – ბიუროკრატიის ხარისხი, ინსტიტუციონალური ეფექტურობა და მეორე, ეს არის ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.

საქართველომ წელს ზედიზედ მეოთხედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში 17-ე, ხოლო ევროპაში 12-ე პოზიციაზე გავიდა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5 პროცენტის დონეზე იყო გაყინული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ოპოზიცია არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის ემზადება, მაგრამ საზოგადოებისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ
შემდეგი სტატიაგაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში – „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის“