საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_ ღარიბაშვილი ჯერჯერობით მხოლოდ უყეფს ივანიშვილს, ვინაიდან იფარგლება “ასავალ-დასავალის” ტრუხა ამბით და ამით რბილად აფრთხილებს დიქტატორს, მაგრამ ის მაშინ დაჰკბენს და ნამდვილს ზიანს მიაყენებს პატრონს, რომლის ხელიდანაც მთელი ცხოვრება იკვებებოდა, როცა მართლა მომხდარ დანაშაულებზე, იმ დანაშაულებზე, რაზეც ყურმოკრულად და ჭორების დონეზე არ იცის და უმეტესობაში მონაწილეობაც აქვს მიღებული, ისაუბრებს და წვრილად მოჰყვება თუ რა და როგორ იყო.
მინდა გაახილოთ თვალები და გაიაზროთ, რომ დიქტატურის დღეები დათვლილია. შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად და ამით უფრო მეტად შეიმსუბუქებთ თქვენს ბედს და თან ფულიც ამ შემთხვევაში ხალხს მოხმარდება და არა მაიამიში გაყიდული ვილის ფულით, მოსკოვთან ივანიშვილების მორიგი სახლის შეძენას.







