ღარიბაშვილი ჯანდარას სკოლაში – 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ სკოლაში შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლას ეწვია, რომლის მშენებლობაც რამდენიმე თვის წინ დასრულდა.

ჯანდარას აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა. ახალი სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის სრული ღირებულება 3 მილიონ 882 ათასი ლარია.

ჯანდარას საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაზაფხულზე დაასრულა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლას აქვს გარე და შიდა სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები და კლას-კაბინეტები. ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მისაღებად სკოლა მზად არის.

2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.

ჯანდარას ახალაშენებულ საჯარო სკოლაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხალხზე ორიენტირებული მთავრობა ვართ – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია დაინიშნა