ღარიბაშვილი: ის ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის, მთავრობის და დიპლომატების წინააღმდეგ ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება

ქვეყანას აზიანებს მთელი ეს აჟიოტაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი არჩევნებისთვის. უნდა დადგინდეს, დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას, ამიტომ უნდა გაირკვეს, სუს-ი რა თქმა უნდა აღკვეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა.

„ზოგადად, მინდა ვთქვა შემდეგი, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მთელი ეს ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც იყო მიმართული ეკლესიის, მთავრობის და ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები, რაღაც ორი კვირის გამო არ უნდა დააზიანო ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობახე – საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლისთვის
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: სოლიდარობა გამოუცხადა ნიკა მელიამ თავის გადამრჩენელს, შეიძლება, ასე მოინათლოს