ღარიბაშვილი – გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას

მადლობა, ყველას გილოცავთ გამარჯვებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას. მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მშვიდად და კარგად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნები მოგებულია – ახლა ხმების დაცვის დროა – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაკალაძე – მიხარია, რომ შევძელით ღირსეული გამარჯვება