ღარიბაშვილი – გარკვეული დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს

გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოვეშვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირბადე და აცრა არის ამ ვითარებაში გამოსავალია, რადგან ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს.

„რაც შეეხება პანდემიას გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოვეშვათ. ძალიან მობილიზებულად, მაქსიმალურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება. პირბადე და აცრა არის ამ ვითარებაში გამოსავალი, რადგან ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს, ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან. ყველაფერი არის მართული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – 500-მდე სამხედროს ოჯახს გადავცემთ ბინებს, ეს იყო 2007 წელს აღებული ვალდებულება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, ვემსახურო მოქალაქეებს, ვერავინ ამიკრძალავს მუშაობას