ღარიბაშვილი გახარიასა და კალაძის შეხვედრაზე – ყველას საქციელს გაეცემა პასუხი

“ვინ სად დააყენებს თავის კანდიდატურას, ვინ ვის შეხვდება, ეს არის მათი გადაწყვეტილება”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას კახა კალაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრასთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, საკითხზე მმართველმა გუნდმა ამომწურავი განმარტებები გააკეთა და კითხვები აღარ დარჩა.

“გუშინ გაკეთდა განცხადებები, განმარტებაც გაკეთდა, მათ შორის კახიმაც თქვა კალაძემ ამ შეხვედრის თაობაზე და ასევე პარტიის ხელმძღვანელებმაც. მგონი, კითხვა აღარ არსებობს. მე არ მაინტერესებს ვინ რას ითხოვდა, პასუხი ყველას საქციელს გაეცემა 2 ოქტომბერს”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახი კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს”, – თქვა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – ღარიბაშვილი ძალიან განერვიულებულია, რისი საფუძველიც ნამდვილად აქვს
შემდეგი სტატიაპარტია „ლელომ“ ცესკო-ში საარჩევნო სია დაარეგისტრირა