ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში, ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ, ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს.

მათივე ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს შეხვდა
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შესახებ ინფორმაცია შემაშფოთებელია, ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა