ღარიბაშვილი – ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას – ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია

ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას – ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ვინმე იყენებს სიძულვილის ენას, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“.

„საერთოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე, ეს მომდინარეობს „ნაცმოძრაობისგან“, არათუ სიძულვილის ენა, ეს ადამიანები სიძულვილით მართავდნენ 9 წელი ქვეყანას და ქმედება, ყველაფერი, რაც მომდინარეობდა მათგან, უბედურება, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუბედურება და ყველაფერი საშინელება, რაც მათ დამართეს ჩვენს მოსახლეობას, რომელ სიძულვილის ენაზე მელაპარაკებით. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას – ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიილია ჭიღლაძე: კარგი იქნებოდა მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერის ნიშნად მეოთხე პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმაც გამოაცხადოს შიმშილობა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრაზე – სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია