ღარიბაშვილი – ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს, გავზარდოთ ნაკისრი ვალდებულებები უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად

ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა, რომ ქვეყნებმა გაზარდონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

„მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გლაზგოში ვიწყებ ვიზიტს. მსოფლიოს ქვეყნებმა ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშინიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული 26 წლის ლიკა კეშელავაა
შემდეგი სტატიაჩარკვიანი – დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას