ღარიბაშვილი – ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, ამ მიმართულებით მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ მთავრობისგან ჩვენს მეწარმეებს

კიდევ ერთხელ მინდა შევეხო იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ მოგვეცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, ეს ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა და ასევე თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც არის ძალიან კარგი, უნიკალური შანსი ჩვენი მეწარმეებისთვის. ამან განაპირობა, რომ ევროკავშირი გახდა უკვე, თუ არ ვცდები, რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ძალიან დიდი ინტენსივობით, სისწრაფით იზრდება ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას დეპუტატ ხატია წილოსანის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მიმართულებით მეწარმეებს მთავრობისგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ.

„ამ მიმართულებით მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ მთავრობისგან ჩვენს მეწარმეებს. მეტი ინფორმაციაა საჭირო, მეტი ტრენინგი, მეტი ჩართულობა იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირშია დაწესებული. ჩვენი გეგმა, რომელიც დამუშავებული გვაქვს სოფლის მეურნეობისა და წარმოების მიმართულებით, სწორედ ამ მიმართულებას პასუხობს. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მაქსიმალურად მეტი ადგილობრივი, ჯანსაღი ბიო პროდუქცია, თუ სხვა, რომელსაც ჩვენ გავიტანთ ევროკავშირის ბაზარზე, მათ შორის, ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა ახლო აღმოსავლეთს, არაბულ ქვეყნებს – ჩვენ ვაპირებთ, კონკრეტული პროექტებითა და პროგრამებით დავიწყოთ ინტენსიური მოლაპარაკებები არაბულ ქვეყნებთან, მოგეხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი აუთვისებელი პოტენციალი, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არაბული ქვეყნების დაინტერესება ჩვენი პროდუქციით,“- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ელექტრონული მმართველობის განვითარება ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაწულუკიანი – პრემიერ-მინისტრმა წარადგინა თავისი ანგარიში, ასევე ხედვა, რომელიც არ არის ერთი ადამიანის ხედვა, ეს გახლავთ გუნდური სამუშაოს შედეგი