ღარიბაშვილი დმანისის ინციდენტზე – ეს ყველაფერი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის პროვოცირებულ ქმედებებს

საქართველოს პრემეირ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და დაკავებულია ერთი პირი.

„დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი. პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც, სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშიგომელაური ფარულ ჩანაწერებზე – რამე მოხდა?! დავაშავეთ რამე?!
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში