ღარიბაშვილი- ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია.

„საქართველო საარჩევნო პროცესის მე-2 რაუნდის ფარგლებში ევროპარლამენტის დაინტერესებას და მხარდაჭერას აფასებს. ჩვენი მიზანია თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ევროპარლამენტის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს არაფერი ემუქრება
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო: ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია