ღარიბაშვილი – ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელების, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი

რაც შეეხება ჩვენს მისწრაფებას, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, და არა თქვენი ხელმძღვანელების, სააკაშვილის და მისი „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელების, ის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ მმართველი გუნდის ნებით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

„ჩვენ ეს ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენი ნებით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ და ვთქვით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენი მთავრობის და ჩემი პრემიერობის დროს ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ დოკუმენტს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს, აქედან გამომდინარე საერთოდ რაზეა საუბარი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, ეს პროცესი გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი და ამას დრო სჭირდება. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერია თბილისში ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით არაერთ პროექტს განახორციელებს
შემდეგი სტატიაფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო