ღარიბაშვილი – ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკა გრძელდება

gulis eleqsiri

მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მერისგან, მუნიციპალიტეტისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენს გუნდთან ერთად, მთავრობამ შევიმუშავეთ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვა, ყველა სექტორის მიმართულებით. მათ შორის სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაიხარჯება დაახლოებით 7 მილიარდი ლარი, რომ სოფელი ერთხელ და სამუდამოდ, ძლიერად დავაყენოთ ფეხზე. ჩვენ აქ გვესწრება ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი. სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დროს, მის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკის გაგრძელება, რომლის შედეგიც იყო და არის ის, რომ ათობით და ასობით საწარმო დაფინანსდა ქვეყნის მასშტაბით. ათასობით ბენეფიციარი გვყავს დღეს ქვეყანაში, რომელიც სარგებლობენ იაფი აგროკრედიტის, „აწარმოე საქართვლოსი“ პროგრამით, „დანერგე მომავლის“ პროგრამით, რომელიც ჩვენი მხრიდან ძალიან ხელშესახები დახმარებაა ჩვენი მოსახლეობისთვის. როდესაც მოვდიოდი, ვუყურებდი, მთელი ნაკვეთები დამუშავებულია. ჩანს, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ამ მუნიციპალიტეტში და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს. ამიტომ, ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მერისგან, მუნიციპალიტეტისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პისიარ კვლევის ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ორი პირი ამხილა, მათ შორის ერთი დააკავა
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა