ღარიბაშვილი: ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ხელწერა და ამის შემდეგ კვლავაც გაოცებულები ვართ, თუ როგორ ყველაფერზე მიდიან ეს ადამიანები, გუშინ რაც გააკეთეს, ამით დადასტურდა, რომ ყველა სიბინძურეზე არიან წამსვლელები, ეს არის პირდაპირ ეკლესიის და სახელმწიფოს

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ზრდასრულ ადამიანებს, ვის ინტერესებში შედის აღნიშნული ძალიან მძიმე პროვოკაცია სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ; ერთის მხრივ, გამოდიან ეს ადამიანები, ავრცელებენ ამ ჭორ-მართალს, ტყუილ-მართალს, ყველაფერს ერთად ამ სიცრუეს და მეორეს მხრივ, თითქოს განიცდიან და თითქოს სოლიდარობას გამოხატავენ ეკლესიის და მღვდელმთავრების მიმართ, ეს ხომ არის ძალიან დიდი სიცრუე და ძალიან დიდი ფარისევლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გორში, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის პირდაპირ მტრობა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„როგორ შეიძლება, რომ ყველაფერი, ყველა ზღვარი გადაკვეთოს ადამიანმა, ყველაფერი იკადროს. ამის კადრება ალბათ ჩვენც გაგვიკვირდებოდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ხელწერა და მათი ხელწერა და მათი საქმენი, ამის შემდეგ კვლავაც გაოცებულები ვართ ყველანი, თუ როგორ ყველაფერზე მიდიან ეს ადამიანები. გუშინ რაც გააკეთეს, ამით დადასტურდა, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ყველა სიბინძურეზე, ანტისახელმწიფოებრივ მტრობაზე, ეს არის პირდაპირ ეკლესიის მტრობა და სახელმწიფოს მტრობა, მეგობრებო. თქვენი ტელევიზია აკეთებს ამას, „ტვ პირველი“ და თქვენ ყველანი, თქვენი ტელევიზიები და თქვენი მმართველი სააკაშვილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიგლდანში, დ. აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაკობახიძე: ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანია არის ამორალური ქმედება