ღარიბაშვილი – ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 63 მუნიციპალიტეტში “რეგიონების განახლების პროექტს” იწყებენ. მისი თქმით, პროექტის პირველი ეტაპის ღირებულბა 500 მილიონ ლარს შეადგეს და დაახლოებით, 15 000 სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

“ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ყველა ქალაქის კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, შეიქმნება ახალი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. მისივე განცხადებით, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – შეთანხმებაში საუბარია, რომ ამნისტია ყველა ფიგურანტზე უნდა გავრცელდეს
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ვირეშმაკობენ, თან შემოსვლა უნდათ, ერთი სული აქვთ, ამნისტია მივიღოთ, თან ამნისტიას ლანძღავენ