ღარიბაშვილი – ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით

ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს.

„ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე მათ წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. დღეს უკვე 20 მუნიციპალიტეტში, ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, – განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღევანდელი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მე მინდ მათ მადლობა გადავუხადო