ღარიბაშვილი – ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ!

ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული შეფერხებაც იყო, მაგრამ ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ. დღეს 500-მდე ოჯახს გადაეცემა ბინები,­ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემა 2007 წელს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება იყო, რომლის განხორციელებაც 2012 წლიდან დაიწყო.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის. დღეს ჩვენ 500- მდე ოჯახს საზეიმოდ გადავცემთ ბინებს, რომელიც აქ ავაშენეთ. მოგეხსნებათ, რომ ეს იყო 2007 წელს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება, რომლის შესრულებაც, ცოტა მოგვიანებით, 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში გარკვეული შეფერხებაც იყო, მაგრამ ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ. დღეს 500-მდე ოჯახს გადაეცემა ბინები. გილოცავთ ახალმოსახლეობას! კიდევ ერთხელ მინდა, რომ გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენსა და თქვენი ოჯახების წინაშე. მადლობა თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. აქვე მინდა გავიხსენო ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც გმირულად შესწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს, ჩვენი მიწა-წყლის დაცვას. ქედს ვიხრი მათ წინაშე, დიდება ჩვენს გმირებს!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მასწავლებელთა 46%-ია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მახათას მთაზე ჩვენ გრანდიოზულ პროექტს ვახორციელებთ