ღარიბაშვილი – ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი – არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში

ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა.

“ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა იომა სამჯერ უკვე, რუსეთის ფედერაციასთან, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ დაწყებული 90-იან წლები, შემდეგ შიდა ომი, შემდეგ სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება გადავიტანეთ, შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ოკუპაცია გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების და დღემდე ეს გრძელდება. და აი ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, პირიქით იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს; მას შემდეგ, ე.წ. 4 ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის დამსახურებაა